კატეგორია: გენდერული პოლიტიკა  2019-11-15
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ცაციაშვილი აქამდე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
უწყების ცნობით, ცაციაშვილი 2017-2019 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2014-2017 წლებში საქმიანობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორად. 2009-2014 წლებში მუშაობდა პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში პროკურორის პოზიციაზე. 2007-2008 წლებში იყო თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი.
ვახტანგ გომელაურს ჯამში 6 მოადგილე ჰყავს.
|