კატეგორია: ეს საინტერესოა  2019-11-18
ლონდონში მსოფლიოში პირველი ვაგინის მუზეუმი გაიხსნა. მას შემდეგ რაც ამ ჩანაფიქრის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ისლანდიაში პენისის მუზეუმი არსებობს, ვაგინის მუზეუმი მსოფლიოში კი არსად არ გვხვდება, გადაწყვიტეს რომ ის ლონდონში გაეხსნათ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ვიზიტორებს, ქალთა ორგანოს შესახებ მითიებისა და მცდარი წარმოდგენების შესახებ უყვებიან და პირადი ჰიგიენის რჩევებსაც უზიარებენ. გამოფენაზე წარმოდგენილია ქალის ანატომიისადმი მიძღვნილი ექსპონატები და ასევე ჰიგიენის საშუალებები.

მუზეუმის გახსნისთვის დაახლოებით 50 ათასი ფუნტი შეგროვდა და ეს თანხა ათასობით ადამიანის შემოწირულობას წარმოადგენს.
პირველ გამოფენას, რომელიც თებერვლის ბოლომდე გასტანს, „Muff Busters: მითები ვაგინაზე და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ“ ეწოდება.
მუზეუმის დამფუძნებლებს ასევე სურთ ფოკუსირება მოახდინონ მენსტრუაციის ისტორიაზე და შემდეგი ექსპოზიცია ამ თემას მიუძღვნან.
|