კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-12-03
ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურმა გაუპატიურებამ და მკვლელობამ მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მომიტინგეები მოითხოვენ მოძალადეების სიკვდილით დასჯას და ქალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასწრაფო ზომების მიღებას.
გასულ კვირას, ქალის გაუჩინარების შესახებ, რომელიც ქალაქ ჰაიდარაბადში ვეტერინარად მუშაობდა, მისმა ოჯახმა განაცხადა.
პოლიციის ინფორმაციის თანახმად, ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს, მოკლეს და შემდეგ დაწვეს.
მკვლელებმა მისი სკუტერის ბორბლები დააზიანეს, შემდეგ კი მას დახმარება შესთავაზეს. პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი 20-დან და 28 წლამდე ასაკის ოთხი ადამიანი დააკავა.
პარასკევს, ქალის სახელი გახდა ერთ – ერთი ყველაზე ხშირად ნახსენები Twitter– ზე, ინდოეთში. სოციალური ქსელების მომხმარებლები მოითხოვდნენ სამართლიანობას და მკვლელების დასჯას. ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოკლული ქალის ფოტოები.
ჰაიდარაბადში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობა, ისევე როგორც პოლიტიკოსები, დამნაშავეების სიკვდილით დასჯას მოითხოდნენ.
გასულ კვირას საპროტესტო აქციები მთელ ინდოეთში ჩატარდა. მომიტინგეებმა ასევე პატივი მიაგეს მოკლული ქალის ხსოვნას.

ორშაბათს, 2 დეკემბერს, პარლამენტარებმა ქალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოითხოვეს მთავრობისგან სასწრაფო ზომების მიღება.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს ინდოეთში 33,600 ანუ ყაველდღიურად 90-ზე მეტი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ინდოეთში ყოველ 15 წუთში მინიმუმ ერთი ბავშვი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად მსხვერპლთა რიცხვი ბევრად მეტია.
ინდოეთის პრემიერ- მინისტრს ნარენდრა მოდის ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ქალაქ ჰაიდარაბადში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.
|