კატეგორია: ქალი და კულტურა  2019-12-09
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლიტერატურული პრემია საბას დაჯილდოება გაიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული დაჯილდოება წელს მეჩვიდმეტედ ჩატარდა და სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოავლინა.
წლის საუკეთესო რომანი:
აკა მორჩილაძე, კუპიდონი კრემლის კედელთან (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
ზაალ სამადაშვილი, ოსტატთან შეხვედრა (გამომცემლობა ინტელექტი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
ზაზა ბიბილაშვილი, ფაზლი (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკომენტური პროზა - გამარჯვებული გახდა ორი ავტორი:
■ ნინო ლომაძე, ვაშლის ბაღები (გამომცემლობა ინდიგო);
■სულხან სალაძე, უცნობი ძველი აჭარა (გაზეთი ბათუმელები).
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი ასევე ერთდროულად ორ ავტორზე გაიცა:
თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება) (სულაკაურის გამომცემლობა)
საუკეთესო პიესა:
ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დისტოპიესები (წიგნები ბათუმში);
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი ორ მთარგმნელს გადაეცა:
■ ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის ორლანდო (სულაკაურის გამომცემლობა);
■ ნანა ტონია, ევრიპიდეს ჰეკაბე (გამომცემლობა ლოგოსი).
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა მანანა გიგინეიშვილს.
პრემია საბას 2019 წლის ჟიურის წევრები იყვნენ: თეა თოფურია, გიორგი კეკელიძე, რუსუდან რუხაძე, ხათუნა ცხადაძე, ზაალ ანდრონიკაშვილი.
გამარჯვებულები სპეციალურ პრიზთან ერთად გაზრდილი საპრიზო ფონდით დააჯილდოვდნენ: 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარით. |