კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-12-09
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ოლქში, კადიკოიში გამართული ქალების საპროტესტო აქცია დაშალა. აქციის მონაწილეებზე ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ქალებს სურდათ ეცეკვათ და ემღერათ "მოძალადეები ჩვენს გზაზე", რომელიც ჩილელი ჯგუფის Las Tesis მიერ არის შექმნილი და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა.
სიმღერა აკრიტიკებს სახელმწიფოს იმის გამო, რომ საკმარისად არ იბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. სიმღერის ერთ მონაკვეთში ქალები ამბობენ "მოძალადე შენ ხარ" და ამით უარყოფენ მოსაზრებას, თითქოს ქალი მსხვერპლები გარკვეულწილად პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ მათზე ძალადობენ.
სტამბოლის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, ასევე რამდენიმე ქალი დააკავა. დაკავებულებს შორის იყო თურქული ფემინისტური ჯგუფის "ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდის პლატფორმას" (We Will Stop Femicide Platform) ლიდერი.
DW-ს ინფორმაციით, თურქეთში ქალების წინააღმდეგ ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული.
|