კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2019-12-11
ჟურნალმა Time-მა პოპულარული პრემიის „წლის ადამიანის“ შორთლისტი გამოაქვეყნა.
საერთო ჯამში, სიაში სულ ათი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე, მეწარმე, სპორტსმენი და აქტივისტი შევიდა.
სიაში ოთხი ქალია წარმოდგენილი: 16 წლის ეკოაქტივისტი შვედეთიდან გრეტა ტუნბერგი, ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და ახალი ზელანდიის პრემიერ- მინისტრი ჯასინდა არდერნი.
სიაში ასევე მოხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერკი, CIA-ს საიდუმლო წყარო, რომლის საფუძველზე ტრამპის იმპიჩმენტი დაიწყო, ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი და ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები.
წლის ადამიანი დრეს 11 დეკემბერს დასახელდება.
|