კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2019-12-11
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2019 წლის ადამიანად გრეტა ტუნბერგი დაასახელა.
"ტუნბერგი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან იურიდიული ჯგუფის ლიდერი. ის არ არის პირველი, ვინც შეშფოთებას გამოთქვამს კლიმატის კრიზისისთან დაკავშირებით და ყველაზე გამოცდილი ექსპერტი, რომელის პრობლემას მოაგვარებს. იგი არც მეცნიერი და არც პოლიტიკოსია. ის არ არის მილიარდერი, პრინცესა ან პოპვარსკვლავი. ის არის ჩვეულებრივი მოზარდი, რომელსაც ეყო სიმამაცე სიმართლე ეთქვა და გამხდარიყო თაობის ხატი. ტუნბერგი გახდა ყველაზე დამაჯერებელი ხმა, რომელიც პლანეტის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემის შესახებ გვიამბობს, ”- წერს Time-ი.
წელს "წლის ადამიანის" ნომინაციაზე 10 ფინალისტს შორის ასევე იყვნენ: ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და ახალი ზელანდიის პრემიერ- მინისტრი ჯასინდა არდერნი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერკი, CIA-ს საიდუმლო წყარო, რომლის საფუძველზე ტრამპის იმპიჩმენტი დაიწყო, ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი და ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები.
|
|