კატეგორია: გენდერული პოლიტიკა  2019-12-17
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი
ბარაკ ობამა ამბობს, რომ ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან. ამის შესახებ მან
სინგაპურში გამართულ დახურულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას BBC
ავრცელებს.
ობამას თქმით, ყველა ქვეყნის სათავეში რომ ქალი
იყოს, ცხოვრების სტანდარტები და მმართველობის შედეგები ჯამში ბევრად უკეთესი
იქნებოდა. ის დასძენს, რომ ქალები "სრულყოფილები არ არიან, მაგრამ კაცებზე უდაოდ
უკეთესები არიან".
აშშ-ს 44-ე პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს პრობლემების
დიდი ნაწილი ძალაუფლების მქონე ასაკოვანი კაცებისგან მოდის. მისი თქმით,
პრეზიდენტად ყოფნისას ხშირად წარმოუდგენია, როგორი იქნებოდა სამყარო ქალი
პრეზიდენტების შემთხვევაში.
"ქალებო, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ სრულყოფილები არ
ხართ, მაგრამ დარწმუნებით ვამბობ, რომ ჩვენზე [კაცებზე] უკეთესი ხართ. თუ ყველა
ქვეყნის სათავეში ქალი იქნება, ვიცი, რომ მსოფლიოს მასშტაბით აშკარა გაუმჯობესებას
ვნახავთ, როგორც ცხოვრების სტანდარტებში, ისე შედეგებში".
|
 |