კატეგორია: გენდერი მსოფლიოში ![](images/shortcut.gif) 2019-12-17
მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა 2020 წლის გენდერული სხვაობის რეიტინგი გამოაქვეყნა (Global Gender Gap Report 2020), სადაც საქართველო 153 ქვეყანას შორის 74–ე ადგილს იკავებს.
2018 წლის ანგარიშის თანახმად საქართველო 99–ე ადგილს იკავებდა, თუმცა მაშინ დოკუმენტი 149 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით იყო შედგენილი.
იმის გამო რომ რეიტინგი 4 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით დგება, თითოეულ ქვეყანას ცალ-ცალკე შეფასება და ინდექსი ენიჭება ქალთა ჯანდაცვის, მათი პოლიტიკური ჩართულობის, ეკონომიკის სფეროში აქტიურობისა და განათლების კუთხით.
საქართველო სქესთა შორის ეკონომიკური სხვაობის მაჩვენებელით 61 ადგილს იკავებს (2018 წელს – 75–ე). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა (68-ე) და პოლიტიკური გაძლიერების (94-ე) კუთხით აქვს (2018 წელს შესაბამისად 123-ე და 119-ე). განათლების ხელმისაწვდომობის ინდექსით კი ქვეყანა 29-ე ადგილზეა (2018 წელს 60–ე).
![](http://www.ginsc.net/upload_files/news/full/443georgiarank661.jpg)
2019 წელს სკანდინავიის ქვეყნები კვლავაც რჩებიან ლიდერებად გენდერული თანასწორობის საკითხებში.
საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ათეული კი ასე გამოიყურება:
-
ისლანდია (100%-დან 87.7%-ი)
-
ნორვეგია (84,2%),
-
ფინეთი (83.2%)
-
შვედეთი (82.0%).
-
ნიკარაგუა (80.4%),
-
ახალი ზელანდია (79.9%),
-
ირლანდია (79.8%),
-
ესპანეთი (79.5%),
-
რუანდა (79.1%)
-
გერმანია (78,7%).
ყველაზე ცუდი მდგომარეობა კონგოსა (152 ადგილი) და ჩადშია, რომელიც 153-ე ანუ ბოლო ადგილზე გავიდა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2020 წლის ანგარიშის თანახმად, გენდერული უთანასწორობა მსოფლიოში 2019 წელს შემცირდა, თუმცა მთლიანად აღმოიფხვრება მხოლოდ 99.5 წლის შემდეგ.
|