კატეგორია: გენდერული ძალადობა  2019-12-19
იაპონიის სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტმა სიორი იტომ მიყენებული ზიანის, რომელიც მას ცნობილმა ტელეწამყვანმა და მედია ხელმძღვანელმა მიაყენა და რომელსაც ის გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, ანაზღაურების სახით 3.3 მილიონი იენი (30 ათასი დოლარი) კომპენსაცია უნდა მიიღოს.
თავის საჩივარში ჟურნალისტი აცხადებდა, რომ 2015 წელს იაპონიის ტელეკომპანიის Tokyo Broadcasting System Television Inc-ის ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელმა ნორიუკი იამაგუჩიმ ის უგონო მდგომარეობაში გააუპატიურა.
პროკურატურამ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობდა, თუმცა იტომ სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში შეიტანა.
იტო გახდა პირველი ქალი, ვინც სექსუალური შევიწროების შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდა და გახდა იაპონიაში #MeToo მოძრაობის სიმბოლო.
”ბედნიერი ვარ”, - განაცხადა 30 წლის ჟურნალისტმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მას ხელში პლაკატი წარწერით "გამარჯვება" ეკავა.

იამაგუჩი უარყოფს დანაშაულს და ამტკიცებს, რომ მასსა და იტოს შორის სექსი ურთიერთშეთანხმებით მოხდა.
2018 წელს იაპონიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის მედიაში მომუშავე ათეულობით ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა და ინციდენტების დაახლოებით 40% სამუშაო ადგილზე მოხდა.
|