კატეგორია: ეს საინტერესოა  2019-12-24
ტელეკომპანია CNN-მა ბოლო ათწლეულის განმსაზღვრელი 100 საუკეთესო ფოტო შეარჩია. ამ ფოტოებს შორის ტელეკომპანია „იმედის“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის ქეთევან ქარდავას ფოტოც მოხვდა, რომელიც მან 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტისას გადაიღო.
ამ თავდასხმაზე, რომელსაც 35 ადამიანი ემსხვერპლა და 340 დაშავდა, პასუხისმგელობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
100 საუკეთესო ფოტოს შორისა აგრეთვე ჰაიტიზე მიწისძვრის, აშშ-ის სკოლებში სროლის, არაბული გაზაფხულის, 5 წლის სირიელი ლტოლვილი ბიჭის ალან ქურდის, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელის, ავღანელი ქალის - ბიბი აიშას პორტრეტი, რომელსაც ქმარმა ცხვირი მოაჭრა, ტრამპის ინაუგურაციის, ოსკარის დაჯილდოების, სტიქიებისა და სპორტული ღონისძიებების ამსახველი კადრები.
ავტორების თქმით, ისინი გაოცებულები დარჩნენ იმ განადგურებისა და ტანჯვის ოდენობით, რომელიც სამყარომ განიცადა ამ 10 წლის განმავლობაში. |