საუდის არაბეთში ადრეულ ასაკში ქორწინება ოფიციალურად აიკრძალა. შესაბამისი განკარგულება იუსტიციის მინისტრმა ყველა სასამართლოს გაუგზავნა.
ახალი კანონმდებლობით, ქორწინებისთვის მინიმალურ ასაკად 18 წელი განისაზღვრა. მათ კი, ვისაც 18 წლამდე ასაკში მოუნდება დაქორწინება, ამისთვის სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდება. ნებართვა სასამართლომ უნდა გასცეს და ასევე განსაზღვროს "არის თუ არა ეს ქორწინება მოზარდის რეალურ ინტერესებში და დააზიანებს თუ არა ის მას."
მიმდინარე წლის იანვარში სამეფოში აიკრძალა 15 წლამდე ასაკის ბავშვების ქორწინება. მანამდე, ქორწინების მინიმალური ასაკი არ იყო დადგენილი ქვეყნის კანონებში.