კატეგორია: ეს საინტერესოა  2020-01-13
იორდანიის პრინცესა სალმა ბინტ ალ-აბდულა ქვეყანის პირველი ქალი მფრინავი გახდა, იუწყება Aljazeera.
ამ დღეებში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც პრინცესა ფრთის ფორმის მედლით იორდანიის მეფემ, აბდულა II- ემ დააჯილდოვა.
19 წლის პრინცესამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სპეციალური მომზადება გაიარა, ხოლო 2018 წლის ნოემბერში მან ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიაში, Sandhurst- ში სასწავლო კურსი დაასრულა.
დაჯილდოების ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ პრინცესას დედა, დედოფალი რანია და უფროსი ძმა, პრინცი ჰუსეინ ბინ აბდალა II-ე.
ინსტაგრამის პირად გვერდზე მან თავის დას მიულოცა და დაწერა: "როგორც ყოველთვის მომხიბლავი და წარმოუდგენლად შრომისმოყვარე! გილოცავ საკუთარი ფრთების მიღებას და გისურვებ დიდ წარმატებებს და მიღწევებს."
|