კატეგორია: ქალი და კულტურა  2020-01-14
ბელორუსელმა მწერალმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა გადაწყვიტა ქალთა გამომცემლობის გახსნა, რადგან "კაცები ყველგან არიან, ქალების ტექსტები იშვიათად იბეჭდება". ამის შესახებ ალექსიევიჩმა გამოცემასთან «Наша Нiва» განაცხადა.
მწერალი თვლის, რომ ქალთა გამომცემლობის გახსნა "გავლენას მოახდენს ქალი ავტორების თავდაჯერებასა და სურვილზე – წერონ".
მისივე თქმით, გამომცემლობა ქალებისა და კაცების ტექსტების თანაბარ პირობებში მოქცევას შეუწყობს ხელს.
გამომცემლობის შექმნის იდეა სვეტლანა ალექსიევიჩს დაახლოებით ექვსი თვის წინ გაუჩნდა და მისი გახსნა რამდენიმე თვეში იგეგმება. გამომცემლობა პირველად ბელორუსი ავტორების, ევა ვეზნავეცისა და ტატიანა სკორკინას ტექსტებს გამოსცემს. |