კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2020-01-16
ვატიკანის ისტორიაში პირველად, წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს ქვეყნებთან ურთერთობის სამსახურის მდივნის მოადგილედ 66 წლის ფრანჩესკა დი ჯოვანი დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე პაპმა ფრანცისკემ წარადგინა. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
პროფესიით ადვოკატი, ფრანჩესკა დი ჯოვანი წმინდა საყდრის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი.
ფრანჩესკა დი ჯოვანი უკვე 27 წელია ვატიკანში წმინდა საყდრისთვის მუშაობს. ფრანჩესკა დი ჯოვანი 1993 წლიდან დევნილების პრობლემებზე მუშაობდა. ასევე მას აქვს გამოცდილება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, ინტელექტუალური საკუთრების, ტურიზმის და ქალთა უფლებების საკითხებში.
მისი ძირითადი მოვალეობა იქნება გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
რომის პაპი ვატიკანში ქალის როლის გაფართოებას მხარს უჭერს.
|