კატეგორია: ქალი და კულტურა  2020-01-20
ოსკარების ცერემონიამდე კიდევ ერთი პრესტიჟული ამერიკული კინოდაჯილდოვება - მსახიობთა გილდიის ჯილდოს (SAG Awards) 26-ე ცერემონიალი ლოს- ანჯელესში გაიმართა.
წელს აშშ-ის კონომსახიობთა გილდიის ჯილდო „მხატვრულ ფილმში საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობისთვის“ გადაეცა სამხრეთ კორეის რეჟისორის პონ ჯუნ-ჰომის ფილმს „პარაზიტები“.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ გამარჯვება მოიპოვა ხოაკინ ფენიქსმა, რომელმაც ფილმში „ჯოკერი“ მთავარი როლი შეასრულა. „საუკეთესო ქალი მსახიობის“ კატეგორიაში კი ჯილდო მოიპოვა რენე ზელვეგერმა ფილმში „ჯუდი“ შესრულებული მთავარი როლისთვის.

მეორეხარისხოვან როლში საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში ჯილდო ლორე დერნს გადაეცა ფილმისთვის „ქორწინების ისტორია“, ხოლო საუკეთესო მამაკაც მსახიობად ბრედ პიტი დაასახელეს, ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“.

ფილმ „ ირლანდიელისთვის“ რობერტ დე ნიროს მიენიჭა ჯილდო პროფესიაში შეტანილი წვლილისთვის. დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობებად ჯენიფერ ანისტონი და პიტერ დინკლეიჯი დასახელდნენ.
SAG-ში გაწევრიანებულია სატელევიზიო, რადიო და კინოინდუსტრიის 160 ათასამდე წარმომადგენელი. ამავდროულად "ოსკარის" მსახიობების უმეტესობაც ამ გილდიაშია გაწევრიანებული, შესაბამისად SAG-ის ჯილდოს მიხედვით იმის წინასწარმეტყველებაც შეიძლება, ვინ მიიღებს ოსკარს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოსკარის რიგით 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს გაიმართება.
|