კატეგორია: ეს საინტერესოა  2020-01-20
მსოფლიოში 2.153 ათასი მილიარდერის სიმდიდრე აღემატება 4,6 მილიარდი ადამიანის (მოსახლეობის 60% -ს) საერთო შემოსავალს. ამის შესახებ ნათქვამია საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის კვლევაში "Time to Care", რომელიც 20 იანვარს გამოქვეყნდა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ჩატარების წინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად ”მსოფლიოში უთანასწორობა შოკისმომგვრელი გახდა”.
”უთანასწორობის აღმოფხვრა, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის შემცირება არ შეიძლება მიზანმიმართული ქმედებების გატარების გარეშე და ძალიან ცოტა მთავრობები იღებენ ამის ვალდებულებას”, - განაცხადა Oxfam India-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
ანგარიშის შემქმნელებმა ასევე შეაფასეს, რომ 22 უმდიდრესი ადამიანის კაპიტალი უფრო მეტია, ვიდრე ყველა აფრიკელი ქალის (დაახლოებით 325 მილიონი ქალი) საერთო შემოსავალი. ამავდროულად, გლობალურ ეკონომიკაში ქალების და გოგონების წვლილი 10.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ისინი დღეში 12.5 მილიარდ საათს არაანაზღაურებად შრომას (სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, ბავშვების, მოხუცების მოვლა-პატრონობა) ეწევიან. მკვლევარების აზრით, ამ უთანასწორობის საფუძველი " სექსისტური ეკონომიკური სისტემაა".
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მილიარდერების უმეტესობა მამაკაცია. |