კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2020-01-21
საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებში პირველად სამხედრო შენაერთი შეიქმნა, რომელიც მხოლოდ ქალი სამხედროებით არის დაკომპლექტებული. ამის შესახებ იუწყება გაზეთი Arab News-ი.
2019 წლის ოქტომბერში საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქალებს შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლება მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალებს ჯარისს ყველა შენაერთში ექნებათ მუშაობის უფლება რიგითის, კაპრალის, უმცროსი და უფროსი სერჟანტის რანგში.
ქალთა უფლებებზე ზრუნვა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა დაიწყო. მის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური გარდაქმნის პროგრამაში, სახელწოდებით „ხედვა 2030“ ქალთა როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
|