კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2020-01-23
საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ეკატერინი საკელაროპულუ აირჩია. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
საბერძნეთში, პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატიის“ მიერ წამოყენებული საპრეზიდენტო კანდიდატი, ეკატერინი საკელაროპულუ პარლამენტში ხმათა უმრავლესობით შევიდა.
1956 წელს დაბადებულ უკვე ყოფილ, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს პირველ ქალ თავმჯდომარეს, ეკატერინი საკელაროპულუს 300 დეპუტატიდან 261-მა დაუჭირა მხარი.
საბერძნეთში პრეზიდენტის თანამდებობა ცერემონიულია, პოლიტიკური ძალაუფლება კი პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.
ეკატერინი საკელაროპულუ ოფიციალურ მოვალეობის შესრულებას 14 მარტს გასამართი ოფიციალური ცერემონიის შედმეგ დაიწყებს.
|