კატეგორია: ქალი და კულტურა  2020-01-27
ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის რიგით 62-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში, სტეიპლის ცენტრის არენაზე იმართება. ცერემონია კალათბურთელი კობი ბრაიანტის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც რამდენიმე საათის წინ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
საღამოს წამყვანი ალიშა ქისი იყო და იქ გამომსვლელმა ცნობილი ადამიანების უმეტესობამ პატივი მიაგო გარდაცვლილ ლეგენდარულს კალათბურთელს, კობი ბრაიანტს.

შოუ რეპერმა ლიზომ გახსნა სიმღერით Cuz I Love You და მუსიკოსმა შესრულება ბრაიანტს მიუძღვნა.

წლევანდელ გრემიზე ყველაზე ბევრი ჯილდო 18 წლის მუსიკოსმა, ბილი აილიშმა მიიღო. მან გაიმარჯვა ისეთ მთავარ კატეგორიებში, როგორიცაა წლის სიმღერა, წლის ალბომი და წლის შემსრულებელი. დაჯიდლოება ისტორიული იყო როგორც აილიშისთვის, ისე გრემისთვის, რადგან მან ტეილორ სვიფტის რეკორდი მოხსნა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.
|