კატეგორია: გენდერული ძალადობა  2020-01-27
ზუგდიდში გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს.
დაკავებულს ბრალად ედება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანასოფლელის, 22 წლის გოგოს გაუპატიურება. არსებული ინფორმაციით, დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დღეს დააკავა.
უწყების ინფორმაციითვე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით კიდევ სამი პირია დაკავებული. ისინი არიან ბრალდებულის ახლობლები, რომლებიც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.
65 წლის კაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|