კატეგორია: ეს საინტერესოა  2020-01-29
პირველად 93 წლიანი „Miss Germany“- ის კონკურსის ისტორიაში ჟიურის შემადგენლობაში მხოლოდ ქალები იქნებიან. ამრიგად, ორგანიზატორები ცდილობენ ღონისძიება "უფრო თანამედროვე და პოლიტკორექტული" გახადონ.
კონკურსი 2020 წლის 15 თებერვალს გაიმართება და მისი სლოგანია "ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერება, რომლებიც საკუთარი თავის ერთგულნი რჩებიან“. მასში მონაწილეობას თექვსმეტი კონკურსანტი მიიღებს, რომელიც „Miss Germany“-ზე 16 ფედერაციულ მხარეს წარადგენს.
წელს, ჟიური გეგმავს ყურადღების გამახვილებას, არა იმდენად გარეგნობის შეფასებაზე (მაგალითად, წინა კონკურსზე გაუქმდა საცურაო კოსტუმების კონკურსი), არამედ კონკურსანტების "ინდივიდუალურობასა და ცხოვრების გზაზე". ჟიურის წევრები იქნებიან: მსოფლიოს ჩემპიონი კარატეში ანა ლევანდოვსკაია, ტელეწამყვანი ფრაუკე ლუდოვიგი და ყოფილი პოლიტიკოსი დაგმარ ვერლი.
იმისდა მიუხედავად, რომ მსგავსი ღონისძიებები უფრო ინკლუზიური ხდება (მაგალითად, Miss USA 2020-ზე ღია ბისექსუალი გოგონა მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 2016 წელს კონკურსის ფინალში ღია ლესბოსელი გავიდა), ისინი ინარჩუნებენ ბევრ სტერეოტიპულ მიდგომას.
„Miss Germany“- ის ორგანიზატორები არ გვპირდებიან, რომ შემდეგ ჯერზე ჟიურის შემადგენლობაში კვლავ მხოლოდ ქალები იქნებიან. ასევე, გერმანიის კონკურსზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი (მონაწილეების ასაკი 18-დან 39 წლამდე უნდა იყოს), ხოლო გარეგნობის შეფასება მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება.
|