Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაშავებულმა თამარ გიგაურმა ახალგორი დატოვა

კატეგორია: მოვლენები 
2020-02-05

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა 67 წლის თამარ გიგაურმა, რომელიც ახალგორში დაახლოებით 3 თვის წინ დაშავდა, დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებადი ტერიტორია დღეს დატოვა.
 

 

დაშავებული პედაგოგის ახლობლების არაერთგზის თხოვნის და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდების მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გიგაურს სამი თვის განმავლობაში საშუალებას არ აძლევდნენ, რომ სამედიცინო სერვისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიეღო.
 

„თამარ გიგაურმა, რომელმაც ახალგორში სხეულის დაზიანება გასული წლის ნოემბრის დასაწყისში მიიღო, მხოლოდ დღეს შეძლო, რომ საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაეტოვებინა. გიგაური უკვე იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შესაბამისი სამედიცინო სერვისით ისარგებლებს. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, რომ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს ესარგებლათ ჰუმანიტარული პრინციპით და გიგაურის ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ შეექმნათ, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რომ დაშავებულს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიეღო. მას შემდეგ, რაც თამარ გიგაურს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდება და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდება, გეგმავს, რომ კვლავ დაბრუნდეს ახალგორში“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
 

თამარ გიგაური გასული წლის 3 ნოემბერს ახალგორში, დაახლოებით 7 მეტრი სიღრმის ჭაში ჩავარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. დაშავებული ახალგორისა და ცხინვალის საავადმყოფოებში იყო მოთავსებული, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია.
 

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი გასული წლის 5 სექტემბერს ჩაკეტეს და 24 იანვარს დროებით, 6 თებერვლამდე გახსნეს.
 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker