კატეგორია: ქალი და კულტურა  2020-02-07
წელს Oscar 2020-ზე ფილმი "Joker" 11 ნომინაციაშია წარგდგენილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამ 11- დან ერთ-ერთი ჯილდო შეიძლება მიენიჭოს ფილმის საუნდტრეკის ავტორს, ისლანდიელ მუსიკოსს, 37 წლის ჰილდურ გუდნადოტირს.
თავად ჰილდური პოპულარობისკენ არ მიისწრაფვის, მშვიდ ცხოვრებას ეწევა და მშვიდად აგროვებს ჯილდოებს თავის ყულაბაში. ამ მომენტისთვის მას უკვე მოპოვებული აქვს Grammy-ს, Emmy-ს, ოქროს გლობუსის, BAFTA- ს და ვენეციის კინოფესტივალის პრიზები.
ოქროს გლობუსზე ფილმისთვის Joker-ი ჰილდურ გუდნადოტირი საუკეთესო ორიგინალი მუსიკის შექმნისთვის დააჯილდოვეს. მუსიკოსი პირველი ქალი გახდა, რომელმაც სოლო ავტორობით მოიპოვა ეს ჯილდო. ნომინაციაში კომპოზიტორი ისეთ კონკურენტებს შორის აირჩიეს, როგორებიც არიან რენდი ნიუმენი (Marriage Story), ალექსანდრ დეპლა (Little Women), ტომას ნიუმენი (1917) და დენიელ პემბერტონი (Motherless Brooklyn).

ჰილდურ გუდნადოტირი 1982 წლის 4 სექტემბერს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა.
2006 წელს მან სადებიუტო ალბომი Mount A გამოსცა.
2011 წელს, გუდნადოტირმა პირველად დაწერა მუსიკა კინოფილმისთვის ("სისხლდენა"). დებიუტი წარმატებული გამოდგა და მან შემდგომში ისეთი ფილმებისა და სერიალებისთვის დაწერა საუნდტრეკები, როგორებიცაა: Sicario, Mary Magdalene, The Revenant და სხვები.
2019 წელი ჰილდურისთვის წარმატებული გამოდგა. ის HBO-ს სერიალის, ჩერნობილის საუნდტრეკისთვის ორი ჯილდოს, Emmy-სა და Grammy-ს მფლობელი გახდა.
მისი თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ მალე ჰილდურის ყულაბას კიდევ ერთი ჯილდო დაემატება და რომ ის Oscar 2020-ის ერთ-ერთი ფავორიტია.
დიდი პოპულარობის მიუხედავად ის ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა. ამავდროულად, გუდნადოტირი განმარტავს, რომ მას შეუძლია შეწყვიტოს მუსიკის წერა ფილმებისთვის, თუ მოულოდნელად დაკარგავს ამ საქმისადმი ინტერესს.

ჰილდურ გუდნადოტირს არ უყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. თუმცა ცნობილია, რომ ის დაქორწინებულია, ჰყავს შვილი და ოჯახთან ერთად ბერლინში ცხოვრობს. გუდნადოტირის მეუღლე სემ სლეიტერია და ის მუსიკალურ პროდიუსერად მუშაობს.
|