კატეგორია: ქალი და კულტურა  2020-02-10
ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ოსკარების 92-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა.
2020 წლის ოსკარების ტრიუმფატორი ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი პარაზიტი გახდა.

ნომინაციაში „მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი“ პრიზი ფილმისთვის "ჯოკერი" გადაეცა ხოაკინ ფენიქსს .
რაც ეხება ქალის მთავარი როლის ნომინაციას, აქ ლიდერად რენე ზელვეგერი მოიაზრებოდა. ჯუდი გარლენდის შესახებ გადაღებულმა ავტობიოგრაფიულმა ფილმმა რენე ზელვეგერს მეორე დამსახურებული “ოსკარი” მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ფენიქსისთვის ეს პირველი „ოსკარია“, ხოლო ზელვეგერისთვის – მეორე.
ამერიკის კინოაკადემიამ სულ 24 ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებულები. იხილეთ სრული სია:
საუკეთესო ფილმი
■ Ford v Ferrari
■ The Irishman
■ Jojo Rabbit
■ Joker
■ Little Women
■ Marriage Story
■ 1917
■ Once Upon a Time in Hollywood
■ Parasite (გამარჯვებული)
მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი
■ ანტონიო ბანდერასი, Pain and Glory
■ ლეონარდო დიკაპრიო, Once Upon a Time in Hollywood
■ ადამ დრაივერი, Marriage Story
■ ხოაკინ ფენიქსი, Joker (გამარჯვებული)
■ ჯონათან პრაისი, The Two Popes
მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი
■ სინტია ერივო, Harriet
■ სკარლეტ იოჰანსონი, Marriage Story
■ სირშა რონანი, Little Women
■ შარლიზ ტერონი, Bombshell
■ რენე ზელვეგერი, Judy (გამარჯვებული)
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი
■ ტომ ჰენკსი, A Beautiful Day in the Neighborhood
■ ენტონი ჰოპკინსი, The Two Popes
■ ალ პაჩინო, The Irishman
■ ჯო პეში, The Irishman
■ ბრედ პიტი, Once Upon a Time in Hollywood (გამარჯვებული)
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი
■ კეტი ბეიტსი, Richard Jewell
■ ლორა დერნი, Marriage Story (გამარჯვებული)
■ სკარლეტ იოჰანსონი, Jojo Rabbit
■ ფლორენს პიუ, Little Women
■ მარგო რობი, Bombshell
საუკეთესო რეჟისორი
■ მარტინ სკორსეზე, The Irishman
■ ტოდ ფილიპსი, Joker
■ სემ მენდესი, 1917
■ კვენტინ ტარანტინო, Once Upon a Time in Hollywood
■ ბონგ ჯუნ ჰო, Parasite (გამარჯვებული)
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
■ Knives Out
■ Marriage Story
■ 1917
■ Once Upon a Time in Hollywood
■ Parasite (გამარჯვებული)
საზეიმო ცერემონიას შარშანდელის მსგავსად წელსაც არ ჰყავდა წამყვანი. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები აცხადებდნენ. |