კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2020-02-10
შვეიცარიის მოსახლეობამ რეფერენდუმზე ანტიჰომოფობიურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინიციატივა სექსუალური ორიენტაციისა და სექსუალური იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისთვის სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს.
წინასწარი მონაცემებით, კანონპროექტს რეფერენდუმის მონაწილეთა 63,1 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
საკანონმდებლო ინიციატივის მომხრეთა აზრით, შვეიცარიაში, სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, ლგბტ პირების უფლებები კანონმდებლობით სათანადოდ დაცული არ არის. ოპონენტები კი ამტკიცებდნენ, რომ ახალი კანონის ამოქმედება სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს.
შვეიცარიაში კანონმდებლობით აკრძალულია დისკრიმინაცია რასობრივი ან რელიგიური ნიშნით, თუმცა არ მოქმედებს კანონი, რომელიც კონკრეტულად ლგბტ პირებს დისკრიმინაციისგან დაიცავს.
|