კატეგორია: გენდერული ძალადობა 2020-02-11
თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე 21 წლის ქალი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ყელის არეში დაზიანება ყოფილმა ქმარმა მიაყენა.
ახალგაზრდა ქალს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აღენიშნება. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დგება. |