კატეგორია: სპორტი  2020-02-12
პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას ქალი სპორტსმენი დაიწყებს. ეს პატივი წილად ხვდა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონს პნევმატური პისტოლეტით სროლაში ანა კორაკაკის.
წელს ოლიმპიური თამაშები ტოკიოში ჩატარდება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ესტაფეტა დედამიწის გარშემო უკვე აკრძალულია და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს მხოლოდ მასპინძელ ქვეყანაში აქვს მისი ჩატარების უფლება.
12 მარტს, ტრადიციულად ოლიმპიურ ჩირაღდანს საბერძნეთში, ოლიმპიაში აანთებენ, ხოლო ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ, ცეცხლის გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. მას დედაქალაქი ათენი, პანათენაიკის სტადიონი უმასპინძლებს.
ბერძენი სპორტსმენისგან ესტაფეტას იაპონელი მძლეოსანი მიძუკუ ნაგუჩი გადაიბარებს.
20 მარტს, ოლიმპიურ ჩირაღდანს იაპონიაში, მიაგის პრეფექტურაში, ხოლო 24 ივლისს, ტოკიოში ჩაიტანენ. სწორედ ამ დღეს გაიხსნება 2020 წლის ზაფხულის თამაშები.
|