Категория: Гендер в мире 2020-02-21
ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტის საწინააღმდეგო კანონები არაკონსტიტუციურად ცნო და მის სრულ ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ იტყობინება Bangkok Post.
გადაწყვეტილება 2021 წლის თებერვალში შევა ძალაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 1957 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი ეწინააღმდეგება ტაილანდის კონსტიტუციის 27 და 28 მუხლებს, რომლებიც ითვალისწინებენ თანაბარ უფლებებს და თავისუფლებებს.
ქვეყნაში აბორტი მხოლოდ 15 წლამდე ასაკის გოგონების გაუპატიურების ან იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ დედის სიცოცხლეს ან ნაყოფს საფრთხე ემუქრება.
გამოცემის თანახმად, ტაილანდში ყოველწლიურად დაახლოებით 200 ათასი არალეგალური აბორტი კეთდება. მოქმედი კანონის თანახმად, ამგვარი ქმედებისთვის ქალებს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა 6000 ბატის ოდენობით (191,45 აშშ დოლარი) ემუქრებათ.
|