ისინი გეუბნებიან ფრაზებს, რომლებიც გაურკვევლობაში გაგდებს. წინააღმდეგობრივი გამონათქვამები, სტერეოტიპები, საუბრები, მახვილწვერიანი ფრაზები მიმართულია იმისკენ, რომ ქალს მიუთითონ, როგორი უნდა იყოს ის: დიეტა დაიცვას თუ უფრო მეტი ჭამოს, უფრო მოკრძალებულად ჩაიცვას თუ თამამად…
ამისათვის კი, ხშირად იყენებენ ფრაზას “მოიქეცი ნამდვილი ქალივით”. ეს ფრაზები და საზოგადოების ზეწოლა კი გრძელდება და დასასრული არ უჩანს. ის, რაც მამაკაცისთვის ნორმად ითვლება, ქალისთვის მიუღებლად მიიჩნევა.
სწორედ ამ პრობლემის წინააღმდეგ გადაწყვიტა საუბარი ჟურნალმა GIRLS. GIRLS. GIRLS., რომელმაც რეჟისორ პოლ მაკლინის დახმარებით, გვაჩვენა, რას ნიშნავს, როცა გეუბნებიან, როგორ მოიქცე. Be A Lady They Said – ამ საკვანძო ფრაზით მსახიობი სინტია ნიქსონი ქალების პრობლემებზე გვესაუბრება.