კატეგორია: ეს საინტერესოა 2020-02-27
პირველად შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა თუნბერგი მალალა იუსაფზაის ოქსფორდის უნივერსიტეტში შეხვდა, სადაც ამჟამად სწავლობს.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მალალა იუსაფზაიმ თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა: "ერთადერთი მეგობარი, რომლის გამოც სკოლას გავაცდენდი".
17 წლის გრეტა თუნბერგი დიდ ბრიტანეთში იმყოფება, რათა მომავალ პარასკევს ქალაქ ბრისტოლში დაგეგმილ სკოლის მოსწავლეების გაფიცვას შეუერთდეს.
აღსანიშნავია, რომ ორივე ცნობილმა სახემ ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში მოახერხა მსოფლიო ყურადღების მიქცევა: გრეტამ კლიმატის ცვლილების პრობლემაზე, მალალამ კი ქალებისთვის განათლების მიღების შეზღუდვის გაპროტესტებით.
ამ ფაქტთან დაკავშირებით თავის ტვიტერზე ფოტო გრეტა თუნბერგმაც გამოაქვეყნა და დაწერა: "დღეს ჩემთვის მისაბაძ ადამიანს შევხვდი... მეტი რა უნდა ვთქვა?"
2014 წელს 17 წლის მალალა იუსაფზაის ქალების განათლების უფლებისთვის ბრძოლისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, ვისაც ეს ჯილდო მიუღია.
გრეტა თუნბერგმა 2018 წელს შვედეთში სკოლის გაცდენა დაიწყო, რათა კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი შედეგებით საზოგადოების დაინტერესება გამოეწვია და გლობალური უმოქმედობა გაეპროტესტებინა. საბოლოოდ, მან მასშტაბურ მსოფლიო გაფიცვებს ჩაუყარა საფუძველი, რის გამოც წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე მეორედაა ნომინირებული.
|