შოტლანდიის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ქალებისთვის ჰიგიენური საშუალებები მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო იქნება. შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტს მხარი 112-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა.
კანონპროექტის მიხედვით ქალის ჰიგიენური საშუალებები საზოგადოებრივ ცენტრებში, აფთიაქებსა და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში უფასოდ დარიგდება.
ახალი ინიციატივა ქვეყანას წლიურად 24.1 მილიონი ფუნტი დაუჯდება (31.2 მილიონი აშშ დოლარი).
კანონპროექტის ავტორი შოტლანდიელი პარლამენტარი მონიკა ლენონია.
2018 წელს შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, რომელშიც ქალებისთვის სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ჰიგიენური საშუალებები უფასოა.