კატეგორია: გენდერული ძალადობა 2020-02-28
სოფელ ჭოპორტში კაცმა ოჯახის წევრები მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას მომხდარი მკვლელობის შესახებ. მათივე ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა საკუთარი დედა და და სანადირო თოფით მოკლა, დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე და ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთით ისჯება. |