Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

შუახევის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა

Категория: Гендер на Кавказе 
2020-03-05

შუახევის მუნიციპალიტეტის "ქალთა ოთახის" პროექტი "ჩვენ და სუფთა გარემო" იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

 

პროექტი ითვალისწინებს სანიტარული დასუფთავების სერვისის გაუმჯობესებას შუახევის მუნიციპალიტეტში, მისი მიზანი კი ნარჩენების მართვის სექტორში ქალთა ჩართულობის გაზრდა და სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ- ეკონომიკური გაძლიერებაა.

 

მუნიციპალიტეტში 20-მდე ქალს გააჩნია საკუთარი საოჯახო ტიპის სასტუმრო და მათი განვითარების პერსპექტივები დაკავშირებულია ტურისტების რაოდენობაზე, ეს დარგი კი მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტებს მოითხოვს.

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ქალთა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც საგანმანათლებლო ხასიათის იქნება.  მუნიციციპალიტეტში სხვადასვა აქტივობები ჩატარდება,  მაგალითად: კონკურსი „ყველაზე სუფთა თემი“,  მოსახლეობის სანიტარული კულტურის ამაღლების, ინფექციის გავრცელების რისკების აღმოფხვრის ღონისძიებები და სხვა.

 

ახალი მუნიციპალური სერვისი - „ქალთა ოთახი“  აჭარაში,  კერძოდ კი შუახევის მუნიციპალიტეტში პირველად 2015 წელს გაიხსნა. „ქალთა ოთახი“ - ეს არის საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისი, ღია სივრცე შეხვედრებისა და ტრენინგების ჩასატარებლად.  მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ქალებს დაეხმაროს მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში, გაზარდოს/ წაახალისოს ქალთა თანამონაწილეობა თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი ჩართულობა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში.


 

დღეს აჭარაში ექვსი „ქალთა ოთახი“ ფუნქციონირებს.

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker