Категория: Гендер на Кавказе 2020-03-06
ფემიციდის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობა 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს, 15:00 საათზე ფილარმონაისთან აქცია-პერფორმანსს გამართავს. ქალთა მოძრაობაში აცხადებენ, რომ ფემიციდში დამნაშავეს ყველა სხვაში ხედავს და დროა პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს.
"ქალთა მოძრაობა ფილარმონიის წინ გამართავს პერფომანს იმ გულგრილობის გასაპროტესტებლად, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს ქალზე ძალადობის მიმართ. თუ ხარ ქალი, თუ თვლი რომ ქალებს ქალობისთვის სჯიან, თუ იბრძვი საკუთარი და სხვა ქალების უფლებების დასაცავად — მოდი!" — წერს ქალთა მოძრაობა.
ქალთა მოძრაობა ქალთა უფლებების დაცვის დღეს ცდილობს იმ წელს ქალებისთვის ყველაზე პრობლემურ საკითხებს გამოეხმაუროს. 2019 წლის აქცია-პერფორმანსი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული, 2018 წლის კი ტრანსგენდერი ქალების უფლებებისკენ.
ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ "წელს ფემიციდი ყოველდღიურობად გვექცა და სულ რაღაც 2 თვეში 8 ქალი მოკლეს. დამნაშვეს ყველა სხვაში ხედავს. ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს", ამიტომ წლევანდელი აქციის მთავარი თემა ფემიციდია.
|