კატეგორია: მოვლენები  2020-03-09
საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიწყო ადამიანის უფლებათა ახალი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავების პროცესი. იგი ითვალისწინებს ფართო კონსულტაციებს სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებთან და მიზნად ისახავს ახალი ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და მის დამტკიცებას. ინიციატივას მხარს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და გაეროს განვითარების პროგრამა უჭერს.
აღნიშნულ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართულობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი საინფორმაციო შეხვედრას მართავს.
შეხვედრის მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობის გეგმა და ხედვა.
|