კატეგორია: მოვლენები 2020-03-17
თბილისში ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დარჩება მეტრო და მერიის ტრანსპორტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება.
გიორგი გახარიის თქმით, შესაბამის უწყებებს დღეს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
„სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება. ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გადაწყვეტილებები შეზღუდვის, რომელიც იყო მიღებული, მათი მენეჯმენტის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის უწყებებს დღეს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში, რაც მოგვცემს საშუალებას, ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“ ,- აღნიშნა გიორგი გახარიამ. |