|
რომელი სავაჭრო ობიექტები განაგრძობს მუშაობას |
|
|
|
კატეგორია: ეს საინტერესოა 2020-03-21
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს იმ სავაჭრო მაღაზიებისა და ობიექტების სიას, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობს:
-
სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);
-
სურსათის სამაცივრე მეურნეობები;
-
სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები;
-
ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);
-
საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით;
-
ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;
-
სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);
-
ვეტერინარული კლინიკები;
-
ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები; ცხოველთა ფერმები;
-
ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;
-
ზოომაღაზიები;
-
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;
-
სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
-
საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.
|
|
|
|
|