ქალთა ფონდი აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას, რომელიც საგანგებოდ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ გადაუდებელ საქმიანობას ეძღვნება.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ჯგუფებს, რომელთა საქმიანობის მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული საკითხები, და რომელიც მიმართული იქნება COVID-19 კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ქალთა ჯგუფების მხარდასაჭერად, სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროების მოგვარების მიმართულებით, იქნება ეს ტექნიკური დახმარება, თუ საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანია და აქტივობა, ქალთა შრომითი უფლებების, უსაფრთხოების, ფსიქიკური ჯანმრთელობის, იურიდიული საკითხები და ა.შ., ონლაინ პლატფორმების/აპლიკაციების, ან სხვა, იზოლაციის პირობებში რელევანტური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით.
პრიორიტეტი მიენიჭება ჯგუფურ, ახალგაზრდა ქალთა ინიციატივებს, რეგიონში და მარგინალიზებულ თემებთან მომუშავე ჯგუფებს.
ქალთა ფონდი არ დააფინანსებს ანტიფემინისტურ, რასისტულ, ჰომოფობიურ, ფუნდამენტალისტურ, ქსენოფობიურ და სექსისტურ პროექტებს, ასევე, პროექტებს, რომლის საბოლოო ბენეფიციარები არ არიან ქალები.
საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2 500 დოლარს.
სწარაფი რეაგიების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შემოსული აპლიკაციები განიხილება 3 დღის განმავლობაში