კატეგორია: ეს საინტერესოა 2020-03-30
სენაკში გოგიების ოჯახი, რომელსაც ხილ-ბოსტნეულის მაღაზია აქვს, მოსახლეობისთვის უფასოდ პურს და მარილს არიგებს. ინფორმაციას Livepress-ი ავრცელებს.
„მას შემდეგ რაც საგანგებო მდგომარება გამოცხადდა, ხალხს უჭირს გადაადგილდება, ვერ მოდიან სოფლებიდან ბაზარში. ჩვენს ოჯახს მაღაზია აქვს ბაზართან, გადავწყვიტეთ რაც შეგვეძლო იმით დავხმარებოდით ხალხს. 50 ცალი პური და 20 კილო მარილი დღეს უფასოდ გავეცით. ხვალ გვინდა რომ ფუნთუშები დავამატოთ. თონეშიც რომ გაიგეს რისთვის ვყიდულობდით, იმათაც ფასი დაგვიკლეს. ჩვენს ახლოს ბევრი მაღაზიაა, კარგი იქნება თუ სხვებიც პატარა წვლილს შეიტანენ მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენაში“ , - გვითხრა საბა გოგიამ.
სხვების დასახმარებლად სოციალური მარკეტი მოაწყვეს ხობშიც.
მაღაზიის მეპატრონემ დაფაზე წარწერა გააკეთა „ვისაც გაქვთ დადევით და ვისაც არა აიღეთ“.
|