გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტიერეშის
თქმით, კორონავირუსის გამო იზოლაციასა და კარანტინში მოქცეული ბევრი ქალი შესაძლოა,
რომ მოძალადე პარტნიორის ხაფანგში აღმოჩნდეს. გუტიერეშის თქმით, ბოლო პერიოდში
მსოფლიოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.
როგორც გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, მშვიდობა
მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს, იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის
წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ.
"ბოლო კვირებში გაზრდილი ეკონომიკური და სოციალური
წნეხისა და შიშის ფონზე, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის ფაქტები გაიზარდა. ზოგიერთ
ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა. თუმცა,
სამედიცინო სექტორი და პოლიცია გადატვირთულია და საკმარისი კადრები არ ჰყავთ.
ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფები პარალიზებულები არიან, ან თანხები არ გააჩნიათ.
ძალადობის მსხევრპლების ზოგიერთი თავშესაფარი დახურულია, ზოგი გადატვირთულია.
მოვუწოდებ მთავრობებს, რომ მოახდინონ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია. რისთვისაც
ონლაინსერვისებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ინვესტიციის გაზრდაა საჭირო", —
აცხადებს გუტიერეში.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ქალთა უფლებების
დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის და ამიტომ აუცილებელია, რომ
პანდემიის პირობებშიც კი მოძალადეების სამართლებრივი დევნა გაგრძელდეს. გუტიერეშის
თქმით, COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაში, ძალადობის მსხვერპლი ქალების
თავშესაფრით უზრნუნველყოფა მთავრობებისთვის გადაუდებელი აუცილებლობა უნდა
იყოს.
Peace is not just the absence of war. Many women under lockdown for #COVID19 face violence where they should be safest: in their own homes.
Today I appeal for peace in homes around the world.
I urge all governments to put women’s safety first as they respond to the pandemic. pic.twitter.com/PjDUTrMb9v