Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს საკარანტინე სივრცეში სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2020-04-09

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება.

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.

 

სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”, - ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, ექიმმა კარანტინში მოთავსებული ქალი შეავიწროვა.

 

პატარიას ინფორმაციით, შემთხვევა მარტის ბოლოს მოხდა და დაზარალებულის ინტერესებს “საფარი” წარმოადგენს.

 

“კარანტინში იყო მოთავსებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეამოწმა ექიმმა. რეალურად, სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ექიმმა ამ ქალს მოსთხოვა, რომ გაეხადა ფილტვების მოსასმენად. ამ გოგონამ უარი განაცხადა სრულ გაშიშვლებაზე. მას შემდეგ, რაც ფილტვებს მოუსმინა და ლიფი შეუხსნა, ექიმმა პაციენტს მოსთხოვა დაწოლილიყო, რათა მისთვის სახსრები გაესინჯა. ამ პროცესში, როდესაც “სახსრებს უსინჯავდა”, არაერთხელ ჰქონდა ადგილი ძალიან არასასიამოვნო შეხებას”, – განაცხადა პატარაიამ.

 

მისი თქმით, არაერთ ექიმთან გაიარა კონსულტაცია და შეეცადა, ვირუსზე შემოწმების სტანდარტი გაერკვია.

 

“არაფერ შუაში არ არის აქ სახსრების შემოწმება. მაქსიმუმი არის ტემპერტურის გაზომვა, ფილტვების მოსმენა და შემდგომ უკვე რენტგენი”, – აღნიშნა ბაია პატარაიამ.

 

ბაია პატარაიას თქმით, შემთხვევის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა, გამოიკითხა ექიმი, რომელმაც დაადასტურა კარანტინში მოთავსებული ქალის “ასეთი გასინჯვის ფაქტი”.

 

ომბუდსმენის აპარატში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

 

ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო რეგულირების სააგენტო, რომელთაც ასევე მიეწოდა ინფორმაცია, დროულ რეაგირებას არ ახდენენ.

 

“აუცილებელია, ეს კონრკეტული ადამიანი დროებით მაინც ჩამოშორდეს საქმიანობას, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ომბუდსმენის მიერ, ვინაიდან იგი წარმოადგენს საფრთხეს სხვა პაციენტებისთვის”, – განაცხადა პატარაიამ.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker