Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რიმა ბერაძემ 40-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა

კატეგორია: მოვლენები 
2020-04-15

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, დღეს ორმოცამდე ოჯახს სააღდგომო ნობათი დაურიგდა. თბილისის საკრებულოს ცნობით, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მოხუცებისა და მარტოხელა პენსიონერებისთვის გამართული აქცია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა. რიმა ბერაძე ჩუღურეთის მცხოვრებლებს პირადად ესტუმრა და სააღდგომო ნობათი გადასცა.

 

როგორც მაჟორიტარმა განაცხადა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, როდესაც მთელი მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის, თბილისის საკრებულოსა და ჩუღურეთის რაიონის „ქართული ოცნების“ გუნდის ძალისხმევით, დაახლოებით 800-მა ოჯახმა დახმარება უკვე მიიღო. მისივე თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 

„დღეს 40-მდე ოჯახი მოვინახულეთ და მათ სააღდგომო ნობათი გადავეცით, რითაც თითოეული მათგანის მიმართ თანადგომა გამოვხატეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ პანდემიას უახლოეს მომავალში დავამარცხებთ. ყველას მოვუწოდებ „დავრჩეთ სახლში“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker