Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ოჯახში ძალადობა - 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოში

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2009-02-17

23-25 იანვარს ბაკურიანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებდა ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმის განხილვას. შეხვედრა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტის ,,დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში” მხარდაჭერითა და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორგანიზატორობით.

შეხვედრის ფარგლებში მოეწყო 2007-2008 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა მონიტორინგის პრეზენტაცია. აღნიშნული მონიტორინგი განხორციელდა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით.

2007-2008 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები ახალი 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოჯახში ძალადობის აღკვეთისათვის 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებების ჩასატარებლად ახლახან შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს წევრები და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გენდერულ საკითხებში, ქალბატონი რუსუდან კერვვალიშვილი.

სამოქმედო გეგმა მზადაა და ელის დამტკიცებას.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker