ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ საკადრო რეზერვის ,,პირველ ასეულთან” შეხვედრაზე დიმიტრი მედვედევი საუბრობდა იმის შესახებ, რომ დროა გაიზარდოს ქალთა რაოდენობა ხელისუფლებაში.
,,მე გახლდით ესპანეთში, სადაც ვესაუბრე ჩემს კოლეგებს ამ ქვეყნიდან და მათ აღნიშნეს, რომ ჩვენ ცოტა ქალი გვყავს ხელისუფლებაში – ამბობდა მაშინ პრეზიდენტი – მე არაფერი მქონდა ამის საწინააღმდეგოდ. ეს ციფრი უნდა შეიცვალოს პროპორციულადაც და არსებითადაც.
და აი აღსრულდა. მინისტრთა რიგებს მშვენიერი სქესის წარმომადგენლები დაემატა. ჯანდაცვის სამინისტროს ხალმძღვანელ ტატიანა გოლიკოვასა და ეკონომიკური განვითარების მინისტრ ელვირა ნაბიულინას დაემატა სოფლის მეურნეობის მინისტრი ელენა სკრინნიკი. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომპანიას ,,როსაგროლიზინგი“, რომელიც ამზადებს აღჭურვილობის დანადგარებს, ტექნიკასა და სანაშენო საქონელს, მათ შორის ეროვნული პროექტის «Развитие АПК» ფარგლებშიც.
ელვირა ნაბიულინა ებრძვის ეკონომიკურ კრიზისს.
– თქვენ მიიღებთ დიდ, სახლაფორთო მეურნეობას, – გზა დაულოცა ახალ მინისტრს დიმიტრი მედვედევმა. – მე გისურვებთ წარმატებებს, მესმის რომ დღეს ჩვენ არც თუ მარტივი მდგომარეობაში ვართ: ფინანსური კრიზისის გამო მთელი რიგი პრობლემებია, რომელიც ათეული წლების განმავლობაში გროვდებოდა სოფლებში, დღეს უფრო მწვავდება. –პრეზიდენტის აზრით, სოფლისმეურნეობის მინისტრის თანამდებობა ითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას ,,მათთვის, ვინც ცხოვრობს და შრომობს სოფლებში“, ხოლო მინისტრისთვის მნიშვნელოვანია ,,არ დაკარგოს კავშირი მიწასთან“. საპასუხოდ სკრინნიკი დაპირდა, რომ გაცხარებულ საგაზაფხულო სამუშაოებისას ის ხშირად გავა სოფლებში.
– ახალ დანიშვნებში ერთბაშად რამდენიმე ისტორიული პრეცენდენტია. ქალი წამყვან პოლიტიკურ თანამდებობაზე სსრკ–სა და რუსეთში მეტისმეტად მცირე იყო. ელენე კაჩკინოის მონაცემებით, ,,თუკი ხელსუფლების შემადგენლობაში ქალები შედიოდნენ, ისიც მხოლოდ ფორმულის მიხედვით ,,არა უმეტეს ორისა“. ახლა პირველად საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ისტორიაში ხელისუფლებაში ერთბაშად სამი ქალი მინისტრია. მეორეც, სოფლის მეურნეობის მესაჭე ამ დრომდე არასდროს არ ყოფილა ქალი.