კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2009-04-06
ინდოეთში, როგორც წესი, პოლიტიკაში ვაჟიშვილები არიან პრივილეგირებულნი, მაგრამ დღესდღეობით ქალთა უკვე მზარდი რაოდენობა მიჰყვება მამის კვალს.
რამდენიმე კომენტატორმა ინდოელი პოლიტიკოსი ქალები ორ კლასად დაყო: ”პალუს რაზმი” ანუ, ქალები, როლებსაც ჩამომავლობა აქვთ ასეთი და “ისტერია რაზმი” ანუ, ისინი, ვისაც არანაირი პოლიტიკური წარმომავლობა არ გააჩნიათ. პოლიტიკური მოღვაწის საქმიანობა, როგორც მორჩილი ბეტისა (ქალშვილი) ან ბაჰუსი (რძალი) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იცვლება.
ინდოეთის პოლიტიკაში, ისევე, როგორც საზოგადოებაში, ვაჟთა უპირატესობა ბუნებრივი მოვლენაა. მოიპოვებდა თუ არა ინდირა განდი ასეთ პოლიტიკურ ძალაუფლებას მის მამასა და ინდოეთის პირველ პრემიერ-მინისტრს, ჯავაჰარლალ ნერუს, ვაჟი რომ ჰყოლოდა? ან თავად ნერუ მიაღწევდა თუ არა პოლიტიკურ განდიდებას, თუკი მის მსგავსად განათლებული და, ვიჯალახმი პანდიტი, უზრუნველყოფილი იქნებოდა დიპლომატიის უფრო უსაფრთხო სამყაროთი.
მეთხუთმეტე საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი სამიზნე იყო ინდირა განდის შვილიშვილი, პრიანკა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უგულებელჰყო თანამეამულეების სურვილი, მუდმივ შედარებაში ჰყოლოდათ ბებიასთან, როგორც პარლამენტარები და, საბოლოოდ, როგორც პრემიერ-მინისტრები. როდესაც გავლენიანმა სახრეთელმა ლიდერმა, კარუნანიდმა, თავისი თითქმის უცნობი ქალიშვილი გაგზავნა უმაღლეს პალატაში 2007 წელს, ამით მან ორ პოლიტიკურად აქტიურ ვაჟიშვილზე წინ სწორედ ქალი დააყენა.
შარად პავარმაც, საკუთარი ქალიშვილი ჩართო საარჩევნო პოლიტიკაში. თუმცა, ხალხმა ეს ფაქტი ახსნა იმით, რომ შარადს არ ჰყავდა ვაჟი. ასევე, Mკაშმირის ყოფილმა მეთაურმა, მუფტი Mმოჰამედ სეიდმა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ვაჟიშვილი, არჩია ქალიშვილი, მეჰბუდა. კონსერვატული მუსლიმი საზოგადოების გამოხმაურებით, მეჰბუდამ საკუთარი თავი გაოავლინა, როგორც ქალიშვილთა კლუბის ყველაზე ”გაბოროტებულა” წევრმა.
მოქმედების სფეროს ქალიშვილისათვის დათმობა კარგი ფსონია ინდურ პოლიტიკაში. ქალს, სულ ცოტა, შეუძლია შექნას ფრაქციულობა და ამით საკუთარი მამა გასაჭირში ჩააგდოს. ბოლო პერიოდში პოლიტიკური ინდოეთის ”ვაჟები” დიდი საშიშროების ქვეშ იმყოფებიან.
|
|