შვედეთის მთავრობა 2010 წელს გამოჰყოფს 100 მილიო კრონს ქალთა მეწარმეობის განვითრებისათვის. ამის შესახებ განაცხადა შვედეთის მრეწველობისა და გაყიდვების მინისტრმა მოდ ულოფსონმა.
,,ჩვენი გადაწყვეტილება – მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა მთავრობის დაწესებულებისა და ორგანოებისათვის. ეს ინვესტიციები ზრდის ქალების საქმის წამოწყებას“.
შვედეთში ყოველწლიურად თითქმის 30% დამწყებ წარმოებას სათავეში ქალი უდგას. შვედეთში ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა მათი მიზანია, რომელიც ფორმულირებულია სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე: 1993 წლიდან შვედეთის ხელისუფლების ქვეშ მყოფი Nutek – ი ხელს უწყობს ქალთა მეწარმეობას ინფორმაციისა და სასწავლო პროგრამებით. კომიტეტის სტატისტიკით, წარმოების ხარისხი, რომელიც ორგანიზებულია ქალის მიერ 2000 წლებში შეადგენს 30 % .(90 – იანი წლებთნ შედარებით ეს ციფრი 13 % – ით გაზრდილია). ჩვეულებრივ შვედეთში მამაკაცები და ქალები თვიანთ საქმეს 30–45 წლის ასაკში იწყებენ.