კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2010-01-17
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სტატუსის მინიჭებას, შსს – ს გარდა, ამიერიდან უკვე სპეციალური ჯგუფიც შესძლებს. შესაბამისი ცვლილებები შევა საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ინიციატივა ეკუთვნის დეპუტატს ქალბატონ რუსუდან კერვალიშვილს, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, გვამცნობს „GHN”.
თავად კანონპროექტის ინიციატორმა რუსუდან კერვალიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ შესაბამისი ჯგუფი შესძლებს ძალადობის ფაქტების გამოძიებას და იმის გარკვევას თუ არსებობს საჭიროება დაზარალებულისთვის ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება. აუცილებლობის შემთხვევაში კი საქმე გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კრიზის–ცენტრის შექმნას, რომელიც გახდება ძალადობის მსხვერპლთათვის დროებითი საცხოვრებელი. „ კრიზის–ცენტრში მოხდება დაზარალებულთა ფსიქო–რეაბილიტაცია და არავითარ შემთხვევაში არ ექნება თავშესაფრის ფუნქცია“ – განაცხადა კერვალიშვილმა.
აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში ასევე მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
თარგმანი: პორტალი GINSC |