კატეგორია: გენდერული პოლიტიკა ![](images/shortcut.gif) 2010-01-17
კანონპროექტი "გენდერული თანასწორობის შესახებ", რომელიც პარლამენტის წევრის, რუსუდან კერვალიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, პირველი მოსმენით განიხილეს. მისი თანმდევი კანონპროექტები კი ავტორმა უკან გაითხოვა, გაიზიარა რა მთავრობის შენიშვნები. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი ხუროშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე წლების განმავლობაში არაერთგვაროვანი მიდგომა იყო, ვინაიდან საქართველოში ქალისა და მამაკაცის თანასწორობასთან დაკავშირებით ისტორიულად ნამდვილად არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ამასთანავე, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველა ადამიანს შეუქმნას თანაბარი განვითარების პირობები და ამგვარად, ეს არის ჩარჩო კანონი, რომელიც დეკლარირებს და სახელმწიფოს მხრიდან ქმნის თანაბარი განვითარების შესაძლებლობას. როგორც გიორგი ხუროშვილმა განაცხადა, არის საკითხები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს, მათ შორის ეს არის პროცესის ინსტიტუციონალური მოწყობის საკითხი, და იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენამდე ავტორთან შესაბამის კონსულტაციებს გაივლიან.
წყარო |
![](images/spacer.gif) |