წყარო: პორტალი GINSC კატეგორია: ექსკლუზივი  2011-08-09
2011 წლის, 8 აგვისტოს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და კერძოდ მისი თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერის ქ–ნი რუსუდან კერვალიშვილის ინიციატივით გაიმართა აქცია 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული მეომრების ხსოვნის საპატივსაცემოდ.
აქცია გაიმართა “მუხათგვერდის” ძმათა სასაფლაოზე. მონაწილეებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს სასაფლაოები.
როგორც ქ–მა რუსუდან კერვალიშვილმა განაცხადა: დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია საქართველოსათვის. ჩვენ საკუთარი თვალებით ვხედავთ თუ რა უბედურება და ტკივილი მოაქვს ომს, ამიტომაც დღეს ჩვენ გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1325–ის “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება” შემუშავებაში, შევიკრიბეთ აქ, რათა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ომისადმი, მხარში ამოვუდგეთ და ვუთანაგრძოთ ომში გმირულად დაღუპული მეომრების ახლობლებს.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა.
|